შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით ჭიჭინაძე - რადიკალური ცვლილებები ეკა ბესელიათი არ უნდა დაწყებულიყო, პორტირებულების „ნაჩალნიკით“, ანუ ირაკლი კობახიძით უნდა დაწყებულიყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 27 დეკემბერი 2018

ვფიქრობ, ის დანაპირები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მეორე ტურის წინ მისცა, რომ იქნებოდა რადიკალური ცვლილებები ეკა ბესელიათი არ უნდა დაწყებულიყო, უნდა დაწყებულიყო პორტირებულების „ნაჩალნიკით“, ანუ კობახიძით, მას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, ხალხი ამას ელოდებოდა, - განაცხადა პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეკა ბესელიამ შეძლო შეეჩერებინა მოსამართლეების გამწესება.

ეკა ბესელიამ გადადგა ის ნაბიჯი, რითაც ვფიქრობ, რომ ქვეყანას კიდევ ერთხელ აჩვენა თავის სახე, რომ ის იბრძვის სამართლიანობისთვის და არა კარიერისთვის. შესაბამისად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის დაპირისპირება ამ „კოლექტიურ ზარდიაშვილებასა“ და ეკა ბესელიას შორის და ვფიქრობ, ბესელიამ თავის ნაბიჯით შეძლო ქვეყანაში უსამართლო მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ კობახიძე დაჟინებით მოითხოვდა ხვალ ჩატარებულიყო კომიტეტის სხდომა და ყოფილიყო ამ წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვა, ეკა ბესელიამ თავის გადადგომით გააჩერა ეს პროცესი“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია