შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"... არ ამბობს სრულ სიმართლეს. მისი წასვლა იყო ივანიშვილის სურვილი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 27 დეკემბერი 2018

ეკა ბესელიას გადადგომას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, უმცირესობის ერთ ერთი ლიდერი ოთო კახიძე ეხმაურება და ამ პროცესს უმრავლესობის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებას უკავშირებს. კახიძე წერს, რომ ბესელიას ივანიშვილთან ისედაც ჰქონდა დაპირისპირება და მისი წასვლა, სწორედ "ოცნების" ლიდერის სურვილი იყო:

"სასამართლოს მმართველი ჯგუფი ექვემდებარება ივანიშვილს და არა ვიღაც მესამეხარისხოვან ტიპებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაც იყო შეთანხმებული მასთან და ოცნების გუნდი ცდილობდა, ეს გადაწყვეტილება შეესრულებინა.

ამ ამბავს მოყვა წინააღმდეგობა, როგორც გარედან, ისე შიგნიდან და ბიძინას მოუწია უკან დახევა, რაც ძალიან კარგია, თუმცა საკითხი ამით არ ამოწურულა, პირიქით.

ეკა ბესელიას ისედაც ჰქონდა პრობლემები ივანიშვილთან, ასევე ოცნების პოლიტიკურ ლიდერშიფთან და ამ საკითხს უბრალოდ გადააყოლეს.

კომიტეტზე საერთოდ არ გამოსულა სია. გუშინ სპიკერმა თქვა, რომ საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო განხილვა და თემა დაიხურა. ამ მოცემულობით ეკა ბესელიას წასვლა გაუგებრად ჩანს.

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე არ ამბობს სრულ სიმართლეს. მისი წასვლა იყო ივანიშვილის სურვილი და არა რაღაც პრინციპული ნაბიჯი, როგორც ის ცდილობს საკუთარი გადაწყვეტილების შეფუთვას" წერს კახიძე 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია