შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინას შავ სიაში აღმოჩენილმა ბესელიამ , იქნებ დაჭერას მაინც გადავურჩეო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 27 დეკემბერი 2018

ეკა ბესალიას გადაწყვეტილებას, იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ, სალომე სამადაშვილს სასამართლოში უჩივლოს, ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რაზე მიპირებს ჩივილს, აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ვერ დავადგინე. ბესელიას ვირეშმაკობაზე გაერთობოდა ადამიანი, ქვეყანა რომ არ იყოს განადგურებული კოლექტიური ბესელიას ხელში. მოსამართლეების თემას აეკიდა, გაგდებით მაინც მაგდებს ივანიშვილი და იქნებ დაჭერას გადავურჩეო. მურუსიძის და ჩინჩალაძის არსებობა, ბიძინას შავ სიაში როდესაც აღმოჩნდა, მას შემდეგ შეიტყო? თანამდებობების, გავლენის სფეროების, ბიზნესების გადანაწილებით არიან დაკავებულები, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირდება და სიღარიბე იზრდება. მართლაც კომიკურ მოვლენად გადააქციეს ქართული სახელმწიფო, ოპერეტის უნიჭო დადგმას დაემსგავსა“, - წერს სალომე სამადაშვილი ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, დღეს ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საქმეთა  კომიტეტს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია