შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერის განცხადებით, შსს–მ ტერიტორია, რომელიც 1990–იან წლებში სასაზღვრო ჯარს ეკუთვნოდა მუნიციპალიტეტს გადასცა. ამ ადგილის გადმოცემას მერია შვიდი წელი ითხოვდა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 27 დეკემბერი 2018
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასაზღვრო ჯარის ტერიტორიიდან მუნიციპალიტეტს ის ნაწილი გადაეცა, სადაც 1990–იან წლებში კლუბის და სასადილოს შენობები იყო განთავსებული. „მომავალ წელს რამდენიმე შენობის რეაბილიტაცია მოესწრება, ასევე მომზადდება საპროექტო სამუშაოები. უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ ტერიტორიაზე მდებარე შენობებიდან ერთში საბავშვო ბაღი, მეორეში ახალგაზრდული ცენტრი, კინოთეათრი და სპორტული კომპლექსი გაკეთდება. ასევე მოეწყობა გასართობი პარკიც“, – ამბობს ზაზა მელიქიძე. ამ დრომდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქალაქში, სხვა სამხედრო დასახლებებში მდებარე კორპუსების გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით. „მართალია დროში გაგვეწელა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოფილ სამხედრო დასახლებებში ბინების პრივატიზების საკითხი. გვინდოდა 2018 წლის ბოლომდე მოგვეგვარებინა ეს, თუმცა მათ ვისაც საკუთრების ყველა დოკუმენტი მზად აქვს, ბინებს 2019 წელს მიიღებენ“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.დაპირება სამხედრო დასახლებებში ბინების პრივატიზების შესახებ ახალციხის მერმა და რეგიონის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე მისცეს. ადგილობრივი თვითმმართველობა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, ე.წ პაგრანატრიადის ტერიტორიის გადმოცემას შვიდი წელია ითხოვს, გასულ წელს შსს–მ ადგილის გადმოცემაზე მუნიციპალიტეტს უარი უთხრა, უწყებაში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია შსს სასაზღვრო პოლიციას სჭირდებოდა.როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ტერიტორიის გადმოცემაში მნიშვნელოვანი წვლილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა შეიტანა. [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია