შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალი ნაძვები იქ, საიდანაც სამრეცხაოები აიღეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 28 დეკემბერი 2018
ქალაქ გორში, გოგებაშვილის ქუჩაზეე ნაძვები დარგეს. ფოტო კეთილმოწყობის სამსახურის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ირმა ბუზიაშვილმა გადაიღო. გზას რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდის დახმარებით ჩაუტარდა. რეაბილიტაცია 2018 წლის ზაფხულიდან დაიწყო და 150 დღის განმავლობაში გაგრძელდა. სამშენებლო სამუშაოები მოიცავს მონაკვეთს, კახნიაშვილის ქუჩისა და ,,26 მაისის სანაპიროს“ შორის, სულ 360 მ სიგრძეზე. ასევე, მოწესრიგდება საკათედრო ტაძრის (ყოფილი ფრანგების ეკლესია) მიმდებარე ტერიტორია. სამუშაოებისთვის 1,2 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. პროექტის მიხედვით, გაკეთდა საკანალიზაციო ქსელი და ბორდიურები. იხ. ამავე თემაზე: გორში გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციოდ 1,2 მლნ ლარი გამოიყო გორში მეჯუდას სანაპიროზე სამრეცხაოები ზაფხულიდან აღარ იქნება გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა გორში გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციოდ ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადეს გოგებაშვილის ქუჩაზე ავტოსამრეცახაოებს შლიან გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოების მეპატრონეებს გორის მერია ალტერნატიულ ფართს კომბინატში სთავაზობს გორის მერი: გორში ბულვარი მოეწყობა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია