შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამწევრისის სკოლას უწოდეს ,,კეხიჯვრის სკოლა"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 28 დეკემბერი 2018
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში სკოლის მშენებლობა დასრულდა. შენობის ფასადზე განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა კეხიჯვრის საჯარო სკოლის აღმნიშვნელი ბანერი გააკრეს. სოფელ კეხიჯვარში კი ცალკე სკოლაა აშენებული. სკოლის დირექტორის განცხადებით, ამაში ცუდი არაფერია: ,,სამწევრისის სკოლა ექვემდებარება კეხიჯვრის საჯარო სკოლას. ხელმძღვანელობაც და პედაგოგებიც წარმოადგენენ კეხიჯვრის საჯარო სკოლას. ამიტომაც ეწოდა სამწევრისის სკოლას კეხიჯვრის სკოლა" - აცხადებს ლალი ოსიტაშვილი, კეხიჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი. სოფელ სამწევრისში სულ 16 მოსწავლე სწავლობს. სკოლა 4-წლიანია, თუმცა ამჟამად მხოლოდ სამი კლასია დაკომპლექტებულია. 1-ლ კლასში 4 მოსწავლეა, მეორეში - 4; ხოლო მესამე კლასში 6 მოსწავლე სწავლობს. იხ. ამავე თემაზე სამწევრისის სკოლა ფინურ კოტეჯში (VIDEO) სამწევრისის ფინური სკოლის მშენებლობა სრულდება (PHOTO) ქარელის სოფელ სამწევრისში 20-მდე ბავშვისთვის სკოლა დროულად ვერ ააშენეს
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები