შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში ხალხს სანერვიულო აქვს ძალიან ბევრი-ჭიჭინაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 27 დეკემბერი 2018

საბიუჯეტო კომიტეტზე უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ზრდას განიხილავენ. სხდომაზე განცხადება ისნის რაიონის მაჟორიტარმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

„ნებისმიერ პროდუქტზე ფასის ზრდამ მისი მოხმარება არ შეამცირა. სიგარეტთან მიმართებაში ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხალხი კარგი ცხოვრების გამო კი არ ეწევა ამ სიგარეტს, არამედ, სანერვიულო აქვს ძალიან ბევრი. აქედან გამომდინარე, თუ სანერვიულოს მოაკლებთ, პენსიას გაუზრდით და ცხოვრების კარგ პირობებს მისცემთ, ამის შემდეგ შეიძლება ადამიანმა დაანებოს სიგარეტის მოწევას თავი. ადამიანმა ჯანმრთელი ცხოვრებით რომ იცხოვროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომელიც საკმაოდ ძვირია და ვერავინ ვერ მიდის. ამაში თუ ევროკავშირს მიყვებით, მინდა გითხრათ, რომ მაგალითად, ავსტრიაში 90 ევრო ღირს მთელი წლის აბონემენტი, სახელმწიფო აფინანსებს. ჩვენთან რა ღირს მაინტერესებს. აქედან გამომდინარე, იმ ნაწილში რომ ევროკავშირს ბაძავთ, ჯერ ხელფასები დანიშნეთ ევროკავშირისნაირი. თუ ადამიანებზე ზრუნვა გინდათ, ცხოვრება გაუიაფეთ, შემოსავლები გაუზარდეთ და იქნება ხალხი ბედნიერი,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია