შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უნდა იმხილოს ის ბოროტება, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა"-მეუფე პეტრე ციანიდის საქმეზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 27 დეკემბერი 2018
“სამწუხაროდ, ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, კათალიკოს-პატრიარქმა თავი შეიკავა ამ საკითხის განხილვისგან. ძალიან გულდასაწყვეტია და მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი გადაწყვეტილება"-ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ეს განცხადება წმიდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი განცხადებით, ხელისუფლებაში მყოფი იმ პირების მხილება უნდა მოხდეს, ვინც ამ საქმის უკან დგას: 
 
“უნდა იმხილოს ცინიზმი და უსამართლობა საქართველოს პროკურატურის და სასამართლოსი, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა და მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, არ აღსრულებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. უნდა იმხილოს უპასუხისმგებლობა ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირების, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესა ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს განცხადებები და მე ვფიქრობ, უნდა იმხილოს ეს უსჯულოება და ბოროტება და დაიგმოს, ზოგადად, ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა
 
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ წმიდა სინოდის სხდომის დაწყების წინ ე.წ ციანიდის საქმეზეც გააკეთა კომენტარი 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია