საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ აფასებენ სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გასულ 2018 წელს, რითი გამოირჩეოდა ეს წალი როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 28 დეკემბერი 2018
2018 წლის შეფასებისას თითქმის ყველა არასამთავორბო ორგანიზაციის წარმომადგენელი აქცენტს საპრეზიდენტო არჩევნებზე აკეთებს. „დაძაბული არჩევნები იყო. ვისურვებდი, რომ მომავალში ასეთი არჩევნები აღარ ჩატარდეს. ადამიანები აგრესიას ერთმანეთის მიმართ არა მხოლოდ პირადად, სოციალურ ქსელებშიც გამოხატვდნენ, რაც ძალიან ცუდია“, – ამბობს ასოციაცი „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი. მისი თქმით, ცუდია, რომ ქვეყანაში არ მცირდება სოციალურად შეჭირვებული ადამიანების რიცხვი: „ამ მხრივ ვითარება არც 2018 წელს შეცვლილა და ეს კარგად დამანახა სოცლაური კარადის დადგმამ ჩვენ ოფისთან“. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მომავალ წელს ყურადღება უნდა გამახვილდეს თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საკითხია: „ჩვენ არ გვაქვს რეალური დეცენტრალიზაცია. ჯერ ყველაფერი ისევ ცენტრიდან იმართება. ყველა ბრძანება თბილისიდან არ უნდა მოდიოდეს და ყველა გადაწყვეტილებას ხუთი ადამიანი ცენტრში არ უნდა იღებდეს“. „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელს გია ანდღულაძეს მიაჩნია, რომ „მიმდინარე წელს კვლავ დეცენტრალიზაციის დოკუმენტზე მიბრუნება“ ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია: „კარგია, რომ ისევ დაიწყო დეცენტრალიზაციაზე ფიქრი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეს უკვე მეორე მცდელობაა თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის. იმედი, მაქვს, რომ ამ ხელისულფების პირობებში ეს საკითხი ბოლომდე მივა“. ანდღულაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სწრაფი რეფორმებია ჩასატარებელი: „ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის პროცესების დაჩქარებაა საჭირო. დეცენტრალიზაციის პროგრამა თუ განხორციელდა, იმედი მაქვს, რომ რაღაცეები რადიკალურად შეიცვლება, თვითმმართველობას მეტი თანხა და ქონება ექნება, რაც ავტომატურად გამოიწვევს რეგიონის და ჩვენი მუნიციპალიტეტების სწრაფ განვითარებას“. „ქალები ჯავახეთის მომავლისთვის“ ხელმძღვანელის დალი აღდგომელაძის განცხადებით, ჯავახეთისთვის 2018 წელს არაფერი შეცვლილა: „ამ წელს განსაკუთრებით მძიმე საარჩევნო პერიოდი იყო, მოსახლეობა გაიყო რამდენიმე ნაწილად, თითქოს დაუპისიპირდნენ ერთმანეთს. მაგრამ კარგია ის, რომ პრეზიდენტი ქალი გახდა. იმედი მაქვს, რომ ის უფრო სიფრთხილით განიხილავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ყოველ შემთხვევაში ცუდს არ ველოდები. ვფიქრობ საერთაშორისო ასპარეზზეც წინ თუ არ წავიწევთ, უკანაც არ დავიხევთ“. „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენლის მზია ინასარიძის განმარტებით, 2018 წელს ახალგაზრდების გასააქტიურებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: „2018 წელი ჩვენთვის,როგორც ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელისათვის მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა დაიწყეს რეგიონში სამთავრობო დონეზე. იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი ამ კუთხით უკეთესი იქნება“.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება