შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გასათხოვრების საყურადღებოდ! რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 29 დეკემბერი 2018

რჩევა გასათხოვარ გოგოებს!

მომისმინეთ ყურადღებით ჩემებო! უამრავი ხერხები თუ რჩევები არსებობს ახალ წელთან დაკავშირებით. მინდა, პატარა პოზიტივი გასწავლოთ და გაგამხიარულოთ.

ჩემმა ახლო მეგობრებმა იციან ეს წესი. მოკლედ გასათხოვრების საყურადღებოდ. თუ გაინტერესებთ, მომავალ წელს გათხოვდებით თუ არა, უნდა გააკეთოთ შემდეგი. 12 საათი სანამ ჩამოკრავს, დადექით კარის ზღურბლზე და გაიქნიეთ ფეხსაცმელი. თუ ფეხსაცმლის ცხვირი გარეთ აღმოჩნდება, თხოვდებით, თუ შიგნით, ვერა.

მაინც გეცოდინებათ ხოომ?

გავაკეთე ეს შეღერებული გოგო რომ ვიყავი და ისე მოვიქნიე ფეხსაცმელი, იმ ღამეს ვერ ვნახე და მეორე დღეს ვიპოვე მეზობლის ეზოში. ოღონდ გაურკვეველი მდებარეობით, არც იქით და არც აქეთ. წლების შემდეგ მივხვდი, რასაც ნიშნავდა-ანუ, წახვალ, მარა მობრუნდები! ბედნიერ ახალ წელს ძვირფასებო!!!!

ირმა გორდელაძე, პედაგოგი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია