შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, სოფელ წნისიდან სოფელ ზიკილიამდე მონაკვეთზე რამდენიმე ავარია მოხდა. შეჯახების შედეგად დაზიანდა ავტომანქანები. დაშავებულები არ არიან.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 29 დეკემბერი 2018
დღეს, 29 დეკემბერს, ახალციხე–თბილისი საავტომობილო გზის, წნისიდან–ზიკილიამდე მონაკვეთზე მანქანების მოცურებისა და შეჯახების დაახლოებით ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. "ძალიან მოყინულია გზა. მთელი დღეა ცურავენ მანქნაები. მარილის დაყრა ამ საღამოს დაიწყეს. მთელი დღეა ავარიებია", – აცხადებენ ადგილობრივები.შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადასტურებენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს მანქნაების მოცურებისა და შეჯახების რამდენიმე ფაქტი იყო – "მომხდარის შესწავლა ადმინისტრაციული წესით დაიწყო. ადგილზე ამ დროისათვის მიმდინარეობს პროცესი". [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია