შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 დეკემბერი 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.


 

დიდველზე სულ არის ოთხი საბაგირო: ერთი გონდოლის ტიპის, ერთი სკამებიანი (ბაბლი), ერთი ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორორტზე არის 16-კილომეტრიანი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის.

კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამაშველო სამსახური და მოთხილამურე პატრულები უზრუნველყოფენ. საბაგიროები ყოველდღე, 10:00-16.45 საათამდე იმუშავებს.

დიდველზე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების სიტემა. 2000-მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს. კურორტზე ღამეც შესაძლებელია სრიალი, ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ფერადი ე.წ „ლედ განათებები“.

დიდველზე დამონტაჟებულია სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქცია „ტობოგანი“, ანუ მთის ციგა. „ტობოგანის“ მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა.

კოხტა-მიტარბის სათხილამურო არეალი კი 30 დეკემბერს გაიხსნება. კოხტის მთაზე არის ერთი საბაგირო შუალედური სადგურით და 3.1 კმ-ნი 4 სათხილამურო გზა, ხოლო მიტარბიზე არის სამი საბაგირო, ორი სავარძლის ტიპის 6-ადგილიანი და ერთი ბიგელი, ასევე 10 კილომეტრიანი 11 სათხილამურო გზა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია