შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგი მეშველიანმა 2018 წელი შეაფასა

პოლიტიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 31 დეკემბერი 2018

2018 წელი გამოირჩეოდა მაღალი პოლიტიკური აქტიურობით, იყო ბევრი სირთულე და გამოწვევა, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ ღირსეულად გაართვა თავი. სწორედ 2018 წელს ავირჩიეთ საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი. ამავე წელს მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველო ჩამოყალიბდა საპარლამენტო დემოკრატიად. 
რაც შეეხება ბოლნისს, 2018 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელდა 9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება პროექტი „ ბოლნისში ბიზნესის საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“და ეს პროექტი 3 წლის განმავლობაში, 2018-დან 2021 წლამდე გაგრძელდება. პროექტის მიზანია ბიზნესის განვითარება და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მეწარმეთა ადმინისტრირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში თანხების ინვესტირებით. ამ პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს აგროცენტრის მშენებლობა, რომელიც ღვინის ჩამოსასხმელი, ყველისა და ბოსტნეულის შესაფუთი დანადგარებით იქნება აღჭურვილი. ეს ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეობის განვითარებას ბოლნისში. ამავე პროექტით, „კატერინელფერდის“ ტერიტორიაზე,გათვალისწინებულია თამაზ სტეფანიას ქუჩის კეთილმოწყობა და ე.წ. ბიზნეს-კალასტრების ჩამოყალიბება. მიმაჩნია, რომ 2018 წელი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო მოვლენებით სავსე იყო.

2018 წელს საქართველოში ჩატარდა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით, აღნიშნეთ, რომ საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი. როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო პერიოდს და უშუალოდ არჩევნების დღეს?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში, სადაც ჩვენს მოსახლეობას ჰქონდა თავისუფალი არჩევანის საშუალება. მიუხედავად ჩვენი ოპონენტების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციებისა, არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში. საპრეზიდენტო არჩევნების როგორც პირველ, ისე მეორე ტურში,ბოლნისის მოსახლეობის უმრავლესობამ ნდობა სამთავრობო გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს.
რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს: ჩვენი ოპონენტები გამოირჩეოდნენ ცილისმწამებლური განცხადებებით და მუდმივად ცდილობდნენ დეზინფორმაციული კამპანიით ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას. ძალაუფლების სურვილით, მათ დაკარგეს ყოველგვარი ზღვარი და აწარმოეს საკმაოდ ბინძური საარჩევნო კამპანია. ამომრჩევლისგან უარყოფილნი, დამარცხებას კვლავ ვერ ეგუებიან და დღესაც ეძებენ სხვადასხვა მიზეზებს პოლიტიკური ვითარების დასაძაბად, თუმცა გარწმუნებთ, მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ!

მოსახლეობას აქტიურადხვდებით,ეცნობით მათ პრობლემებს. რა იყო ამ წლის ძირითადი გამოწვევა და რა მიგაჩნიათ მიმდინარე წლის მთავარ მიღწევადბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის?

რათქმა უნდა, მოსახლეობასთან აქტიური და უშუალო კომუნიკაცია გვაქვს. მათ ჩემთან შეხვედრა ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეუძლიათ. ასევე, მწერენ და მირეკავენ პირადად და ეწერებიან მიღების დღეებზე მაჟორიტარის ბიუროში. მიმდინარე წელს, მოქალაქეთა მიღების 15 დღე გავმართე და ჯამში, 500-ზე მეტ ადამიანს შევხვდი. ასევე, გვქონდა გასვლითი შეხვედრები ყველა დასახლებაში და ამ ფორმატში დაახლოებით 4 000-მდე ადამიანთან შევძელი საუბარი.შემიძლია გითხრათ, რომ ბოლნისში, ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, მთავარი გამოწვევა მოსახლეობის დასაქმებაა. ასევე, ადგილობრივები ითხოვენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სოციალური საკითხების მოგვარებას, გაზიფიცირების პროცესის დასრულებასა და სხვა მსგავსი ყოფითი პრობლემების გადაჭრას. შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ თითოეულ ადამიანს აღმოვუჩინოთ დახმარება.
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მიღწევაა ისიც, რომ მიმდინარე წელს, 11 სოფელში განხორციელდა გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები და უახლოეს პერიოდში, ამ სოფლების მოსახლეობა ბუნებრივი აირით ისარგებლებს. ასევე, ტალავერში, მამხუტსადა ძველ ქვეშში დასრულდა შიდა-საავტომობილო ბეტონის გზის მშენებლობა. ამ საკითხზე უწყვეტი კომუნიკაცია მქონდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, ჩვენი თხოვნის გათვალისწინებისთვის.
ამავე წელს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) ევროკავშირის პროექტ N4ED-ის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ფორმატში შექმნილი მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თემაზე – „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა“, საუკეთესოდ სწორედ ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი დასახელდა. ვულოცავ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდს ამ დიდ წარმატებას!

არის თუ არა ისეთი საკითხი ,რომლის მოგვარებაზეც მუშაობდით,თუმცა მისი სააბოლოოდ გადაჭრა ვერ მოხერხდა და რა იყო ამის მიზეზი?

ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე პრობლემების მოგვარებაზე. თუმცა გამოვყოფდი ერთ საკითხს, რომელიც სოფელ ტანძიასთვის „მაღალმთიანი დასახლების“ სტატუსის მინიჭებას ეხება. ამ მიზანს ჯერ ვერ მივაღწიეთ, თუმცა იმ საპარლამენტო ფრაქციის მიერ, რომლის წევრიც ვარ, უკვე მომზადებულია მოქმედ „მთის კანონში“ შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვით, მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება, განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასახლებების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა თავად განსაზღვრავს და ვიმედოვნებ, ამ სიაში სოფელი ტანძიაც შევა. ნებისმიერ შემთხვევაში, გარწმუნებთ, ჩემი მხრიდან ძალისხმევას არ დავიშურებ ამ საკითხის დადებითად გადასაჭრელად.
მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია ბოლნისში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობის დაწყება, რაზეც წყალმომარაგების კომპანიამ, მიმდინარე წელს, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. 2019 წლის პირველ კვარტალში უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ველით და იმედი მაქვს, წელს არსებული პრობლემები მომვალ წელს დღის წესრიგიდან მოიხსნება.
კიდევ ერთი თემა, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბრო, ბოლნისში გარემოს დაცვის საკითხებია. მინდა, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გადაწყვეტილებით, რომლის წევრიც გახლავართ, შეიქმნა „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“. დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ამ ჯგუფმა, მონიტორინგის მიზნით, ადგილზეც შეისწავლა ვითარება და არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა კომპანიასთან, მათ შორის, ორიოდ დღის წინ. კომპანიას აღებული აქვს სამწლიანი ვალდებულება, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებლად, ხოლო კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, ჩვენი ზედამხედველობით, აქტიურად გააკონტროლებს ამ პროგრამების სწორად, ჯეროვნად და დადგენილ ვადებში შესრულებას.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
საზოგადოება