შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგი მეშველიანი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

პოლიტიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 01 იანვარი 2019

ყოველი ახალი წელი თითქოს განსხვავებული და ამავდროულად, ერთმანეთის მსგავსია, რადგან ამ დღეს, უკეთესი ცვლილების მოლოდინი გვაქვს. გვჯერა, რომ ახალი წელი ახალ შესაძლებლობებს მოიტანს. 2018 წელი გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი მოვლენებით, იყო ბევრი სირთულე და გამოწვევა, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ ღირსეულად გაართვა თავი. კიდევ ერთხელ ჩავატარეთ დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები. საქართველოს ისტორიაში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი. გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რითაც კიდევ უფრო დავუახლოვდით დიდ ევროპულ ოჯახს. მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის,ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადადგეს ქმედითი ნაბიჯები, მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ბოლნისშიც, განხორციელდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები. დარწმუნებული ვარ, ახალი 2019 წელი გაცილებით უკეთესი იქნება და შევძლებთ დღეს არსებული ყველა პრობლემისა და გამოწვევის დაძლევას. გილოცავთ ახალ წელს! წარმატებისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს 2019 წელი ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის!


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება