შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირველი ახალშობილი გორში ახალი წლის ღამეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 02 იანვარი 2019
გორის სამედიცინო ცენტრ ,,იავნანში" 1-ელ იანვარს ახალშობილი გოგონა დაიბადა. ის სოფელ ხიდისთავიდანაა - ანასტასია ჯობინაშვილი. ,,იავნანას" ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, პატარა ანასტასია 1 იანვარს 22:35 სთ-ზე დაიბადა. ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში კი 1 იანვარს ახალშობილი არ დაბადებულა. ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის ორი სამშობიარო კლინიკა - ,,იავნანა" და ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკა ემსახურება. ,,იავნანას" წარმომადგენლის ვასილ სიმონიას ცნობით, 2018 წელს მათ კლინიკაში 1051-მდა დედამ იმშობიარა, ხოლო ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში - 518-მა. ჯამში 2018 წელს 1569 დედამ იმშობიარა: ,,ზუსტ სტატისტიკას ვამუშავებთ. შესაძლოა ბავშვების რაოდენობა მეტი იყოს, რადგან იყო შემთხვევები ტყუპების დაბადების. მშობიარეთა რიცხვს რა თქმა უნდა ბავშვების რაოდენობა აღემატება" - გვითხრა ვასილ სიმონიამ. რაც შეეხება 2017 წელს, შარშან 1 იანვარს გორის სამშობიარო სახლებში ოთხი ბავშვი, სამი გოგონა და ერთი ვაჟი დაიბადა. 2016 წლის პირველ იანვარს კი, ,,იავნანაში" ერთი ვაჟი, ხოლო გოგიაშვილის კლინიკაში, ასევე, ერთი ვაჟი დაიბადა.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები