შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ავარია ავტობანზე - დაშავდა ერთი ადამიანი

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 იანვარი 2019
მდინარე ლიახვის გზაგამტარზე ერთმანეთს ,,ტოიოტასა" და ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. მას სამედიცინო დახმარება არ დაჭირდა. ორივე ავტომანქანა 1 იანვარს თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. მათ გორის გვირაბის გავლის შემდეგ ერთმანეთს გვერდი ვერ აუქციეს. შეჯახება დაღმართზე მოხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია