შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დაპირისპირება ეკლესიაში, პარტიაში, ოჯახებში... ბაბილონის გოდოლი 2018"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 02 იანვარი 2019

გასული წლის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მოკლე შეფასებას წერს ფესიბუქის საკუთარ გვერდზე ექსპერტი გია ხუხაშვილი:

"საახალწლო „პახმელია“. წინასწარ გიხდით ბოდიშს...
ბაბილონის გოდოლი 2018
მენეჯმენტის უბადლო ცოდნით ვაშენეთ ევროპისთვის გასაკვირი, კეთილდღეობითა და სამართლიანობით გაჟღენთილი, ცამდე აზიდული ქართული დემოკრატია...ვაშენეთ, ვიამაყეთ და... ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაგვემხო ჩვენი ქმნილება. არა თუ ჯგუფებად დავიშალეთ, არამედ ჯგუფებს შიგნითაც დავიშალეთ. დაპირისპირება პარტიებს შორის, დაპირისპირება პარტიებს შიგნით. დაპირისპირება ეკლესიასა და პოლიტიკოსებს შორის, დაპირისპირება ეკლესიის შიგნით. დაპირისპირება სოციალურ ქსელებში, დაპირისპირება მეგობრებში, ოჯახებში...
ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გვინდა გავაგდოთ პრიმა-ბალერინა და კომისარი დავნიშნოთ. სპორტსმენი უნდა ვცემოთ ტატამს მიღმა. ავგიას თავლის ბინადრები შეიკეტნენ და მის გაწმენდაზე უარს აცხადებენ - ჩვენი ფუნისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთო. პარლამენტის თავმჯდომარე გვეუბნება - ფუნა შეიძლება კარგი არ არის, მაგრამ ხომ გვათბობს და თუ სუნმა შეგვაწუხა, დეზოდორი გავაფრქვიოთო.
ამ ფონზე, დედაქალაქის მერმა, თოვლის ბაბუასთან სკაიპით კონსულტაციის შემდეგ, შემოგვთავაზა სლოგანი - „თბილისი სიყვარულის ქალაქი?!“...რამდენადაც ცინიკურად არ უნდა ჟღერდეს...
„სიამაყე წინ უძღვის დაცემას,
ამპარტავნობის სული - წაბორძიკებას“.
და მაინც უკეთესის იმედით წინ ვიყუროთ, რადგან, როგორც ლეგენდა ამბობს, ნაბუქოდონოსორს შვიდი წლის შემდეგ ჭკუა დაუბრუნდა. ექვსი უკვე გავიდა. ცოტაც მოვითმინოთ და ყველაფერი კარგად იქნება...
ან ასე, ან ჩვენ თვითონ დავიწყოთ ახლის შენება..." - წერს გია ხუხაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება