შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ირაკლი კობახიძე კომუნისტური პარტიის ყრილობებზე გაზრდილი ბავშვი მგონია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 იანვარი 2019

ირაკლი კობახიძე კომუნისტური პარტიის ყრილობებზე გაზრდილი ბავშვი მგონია, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს კიმ ჩენ ინს ადარებს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუკი მას „ქართულ ოცნებასთან“ ჯერ კიდევ რამე აკავშირებს, „ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დღეს წიხლავენ.“

ირაკლი კობახიძე კომუნისტური პარტიის ყრილობებზე გაზრდილი ბავშვი მგონია. ეს ადამიანი 21-ე საუკუნეში, სოციალური ქსელების ეპოქაში, მოუწოდებს, რომ ყველაფერი იყოს დახურული. მაშინ ფეისბუქ-გვერდები ჩამოართვან დეპუტატებს, ყველაფერი აკრძალონ, კობახიძე გამოვიდეს კიმ ჩენ ინივით და მერე ისიც მოგვიყვეს, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონია ფეხბურთში.

ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა. იმ საარჩევნო დაპირებებს, რომელიც მან 2012 წელში გასცა, კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება დაამატა, ის რადიკალური ცვლილებები, რომელსაც იგი 1 წლის განმავლობაში დაჰპირდა. მე მაგალითად, იმ ნახევარი მილიონი ადამიანის რიგებში გავდივარ, ვისაც დაგვპირდა რადიკალურ ცვლილებებს და თუ მე დღეს „ქართულ ოცნებასთან“ ოდნავ რაღაც მაკავშირებს, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დღეს წიხლავენ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია