შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ალილუია, ბიძინე დაბრუნდა დიდ პოლიტიკაში"!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 იანვარი 2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია მოსამართლეებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში დაწყებულ დაპირისპირებას და  ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ როსტომ მეფის სასახლეში მიმდინარე შეხვედრაზე კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერების მისამართით გამოთქმულ შენიშვნას, რაზეც ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, სოციალურ ქსელში რამდენიმე კომენტარით გამოეხმაურა: 

"ერი, რომელსაც პოლიტიკა სიცრუე, სიბინძურე და საკუთარ ჯიბეზე ზრუნვა ჰგონია, ჭეშმარიტად იმსახურებს ნაძირლებისა და ყაჩაღების ხელისუფლებას. ჰოდა, ნუ წუწუნებთ და შეგარგოთ!

ალილუია, ბიძინე დაბრუნდა დიდ პოლიტიკაში! ხედავთ, რა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება?! აბა, გეგონათ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი სასამართლოში და გირგვლიანის თუ მოლაშვილის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა აწუხებდა? ჩაიარა არჩევნებმა, აწი მიართმევენ ბოლომდე იმ ბიდლოს, ოც ლარად რომ გაიყიდა!

ჩაიარა არჩევნებმა სასურველი შედეგით და კი შეტენეს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი ქვეყანას... თუ ქვეყანა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს! ნეტავ ის ოცლარიანი ქოცი ბიდლო სადაა, ჩემზე რომ წერდა - ნაციონალიაო, ახლა რას ამბობენ?! ბატონო ბიძინა,გადახედეთ თქვენს გარემოცვასო, არ შეჰღაღადებენ ბატონსა?"-წერს გამსახურდია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება