შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილის გარეშე ეს პოლიტიკური გუნდი არ არსებობს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 05 იანვარი 2019

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ისევ დაბრუნდება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, საკანონმდებლო ორგანოდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი წინასაარჩევნო გაიწვიეს, რადგან საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

„ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისევ წამოსწია ეს თემა, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ მას თავში აქვს ამ მეთოდით თავისი ქონების კიდევ უფრო მეტად გაზრდა. ის დროებით დაიხევს ხოლმე უკან და ასე მოხდა პირველი ტურის შემდეგ, როდესაც მას ძალიან შეეშინდა წაგების და გააკეთა ყველაფერი, იკადრა ყველაფერი, რაც კი შეიძლება ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება ყოფილიყო მეორე ტურისთვის. ახლა მას შემდეგ, რაც ასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები, მას ექნება სურვილი, რომ ეს თემა წამოწიოს და მას ჰყავს იმ ტიპის უმრავლესობა, რომელიც ყველაფერში ეთანხმება ივანიშვილს, იმიტომ, რომ ივანიშვილის გარეშე ეს პოლიტიკური გუნდი არ არსებობს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო, მმართველ გუნდს დაუპირისპირდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

გურიის რესპუბლიკა