საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 05 იანვარი 2019

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დღეს ისტორიული დღეა - უკრაინის ეკლესია რუსეთს ოფიციალურად გამოეყო.

მსოფლიო პატრიარქმა დღეს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა და მისი დამოუკიდებლობის შესახებ დადგენილებას მოაწერა ხელი.

ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, გაიმართა, სადაც უკრაინის ეკლესიის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ეპიფანე და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც იმყოფებოდნენ.

უკვე ხვალ პატრიარქი ბართლომე და მიტროპოლიტი ეპიფანე სტამბოლში ერთობლივ ლიტურგიას აღავლენენ, რის შემდეგაც უკრაინის ეკლესიის მეთაურს დადგენილებას ოფიციალურად გადასცემენ.

საჯაროდ კი დოკუმენტს საშობაო ღვთისმსახურების დროს კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, გამოფენენ.

„უკრაინელი ხალხი ამ კურთხეულ დღეს 7 საუკუნის განმავლობაში ელოდა. დღეს სინათლე და სიხარული, მშვიდობა და ერთიანობა გადმოვიდა უკრაინის წმინდა ეკლესიაზე, რომელიც იღებს ტომოსს მისი ავტოკეფალურ ეკლესიად ოფიციალურად აღიარების შესახებ. ის მეთხუთმეტე ხდება იმ შემადგენლობაში, რომლებიც ერთ მთლიანობაში ჩვენ წმინდა მართლმადიდებლურ ეკლესიას ქმნიან. თქვენთვისაც დადგა დღე, რომ ისარგებლოთ გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წმინდა საჩუქრით, რომ გახდეთ თავისუფალი ყოველგვარი გარე ზეწოლისა და ჩარევისგან. თქვენ გქონდათ სრული უფლება მოგეთხოვათ ავტოკეფალია. ვლოცულობთ, რომ დაამტკიცებთ, რომ იმსახურებთ ამ საჩუქარს,“ - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია