შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა თანხა გაიწერა და რა ტიპის პროექტების დაფინანსება მოხდება სოფლის მხარდამჭერი პროგრამით?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 იანვარი 2019

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოქმედება 2019 წლის  1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი უნდა დასრულდეს 2019 წლის 1 მარტამდე. იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ვერ მოახერხებს შეთანხმებას დასაფინანსებელ პროექტებზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა ბრუნდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში (რეგფონდში) და მოხმარდება ისევ რეგიონის საჭიროებებს. „სოფლის მხარდაჭერის  პროგრამით“ მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტი იქნება და მისი ოდენობა 20 მილიონი ლარით განისაზღვრება.  
პროგრამისთვის  პროექტები შეირჩევა  უშუალოდ მოსახლეობის  გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა -  სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვა. სოფლებში პროექტების შესარჩევად სოფლის კრებების ჩატარებას სწორედ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უნდა შეუწყონ ხელი. კრებების ჩატარებასთან, კრების გადაწყვეტილების სწორად გაფორმებასთან და საკრებულოში წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია მათ ვიდეო კონფერენციისას მიაწოდეს.
სოფლის კრებები თებერვლის ბოლომდე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში  ჩატარდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია