შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახლა, კარგად მომისმინეთ!-ვის მიმართავს ლევან ხაბეიშვილი?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 05 იანვარი 2019

ახლა, კარგად მომისმინეთ!

ეს კაცი, წლებია უკვე, თამაშობს თქვენი ემოციებით და გრძნობებით. გადასარევად შეისწავლა როგორ გამოაშტეროს ერი და როგორ გამოიყენოს ადამიანი. გირგვლიანის ამბავი რომ ოდესმე გაეპროტესტებინა ივანიშვილს გახსოვთ? არა! რობაქიძის ამბავი ? არა! 7 ნომებრის დარბევა? არა! ციხეებში რაიმე გადაცდომაზე ოდესმე ამოუღია ხმა? არა! ანუ, მას რაიმე ღირებულება ან პრინციპი კი არ ამოძრავებს, როცა ამ თემებით მანიპულირებს და თქვენ გრძნობებზე, ემოციებზე თამაშობს, უბრალოდ ამ თემებს სათავისოდ იყენებს.

წარმოვიდგინოთ, რომ მართლა სამართლიანია და მართლა შეტკიოდა რომელიმე ზემოჩამოთვლილზე გული. გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძეს დააწინაურებდა? 7 ნოემბერს აქცია ვინც დაარბია ის ხალხი შსს - ში თანამდებობებზე იქნებოდნენ? ადეიშვილის პროკურორებს დააწინაურებდა? 7 ნოემბერს კალაძე რომ აპრავებდა, იმ კაცს გვერდში დაიყენებდა? ნაცების დროს მილიონები რომ იშოვნეს და ახლა ქოცებში დაპორტირდნენ ამ ხალხს მიიღებდა? ნაცების დროს თანამდებობის პირები რომ იყვნენ , ახლა მისი რჩეულები იქნებოდნენ ? რა თქმა უნდა, არა !

ყველა არჩევნების წინ სისხლი, 9 წელი, დარბევის კადრები, აუპატირებდნენ და ასეთებს რომ იძახიან, გგონიათ ამას გულწრფელად აკეთებენ? არა! უბრალოდ იციან, რომ ამით თქვენს გრძნობებზე, ემოციებზე თამაშობენ! რაც უფრო მეტ სისასტიკეს გაჩვენებენ, გაგაგებინებენ, გეტყვიან, განახებენ, უფრო მეტად გხვდებათ გულზე და გარბიხართ "ბიძინას" შემოსახაზად!

ანუ, მთელი ფილოსოფია იმაშია, რომ ამ კაცმა იცის რა გტკივათ და რაზე გებინდებათ გონება და ამას იყენებს, თორემ თავად მაგრად ფეხებზე ეკიდა და კიდია ღირებულებებიც, პრიცინციპებიც და ნაციონალებიც.

"არა ნაცებს" ბანერის დაკიდებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა - თქვენს გრძნობებზე, ემოციებზე თამაში და ამით ხელისუფლების შენარჩუნება. მოგატყუათ და ამ ტყუილის მოფიქრებაში მილიონები გადაუხადა კონკრეტულ "პიარშიკს". 
ერმა რა მიიღეთ? არც არაფერი! უბრალოდ, კიდევ ერთხელ გაგაცურათ.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია