შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2018 წელს გარდაიცვალნენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 05 იანვარი 2019

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც 2018 წელს დაგვტოვეს

საქართველომ და მსოფლიომ 2018 წელს ბევრი ცნობილი ადამიანი დაკარგა. მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები, მომღერლები, მუსიკოსები, მსახიობები, რეჟისორები და ა.შ.

მომღერალი გიო ხუციშვილი - ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მომღერალი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერლის კარიერის პარალელულად, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის ყველაზე ცნობილი ფილმებია "სიყვარული ყველას უნდა" და "ხარება და გოგია".

მსახიობი ლეილა აბაშიძე - ქართული კინოს ლეგანდა, მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი 1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" და გადაღებულია 27 ფილმში. პირველად  1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში "ქაჯანა". 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მისი დასამახსოვრებელი როლები იყო კინო ფილმებიდან "აბეზარა“, "ჭრიჭინა“, "შეხვედრა მთაში“ ა.შ. მან 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში "შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.

2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა.  "მე დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის ნატო ვაჩნაძის ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვნის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვავ როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო კვლავ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარადგენს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა, მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყანად იქცეს“, - განაცხადა ლეილა აბაშიძემ საკუთარი ვარსკვლავის გახსნის დროს.

მწერალი თამაზ ჭილაძე - მწერალი, პოეტი და დრამატურგი, რუსთაველის დასახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი იყო.

მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე - ბაადურ წულაძე დაიბადა ბათუმში 1935 წლის 5 მარტს. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ა. დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით (1961), სადიპლომო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ჯილდო“. პირველად, როგორც მსახიობი, გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში "ქორწილი“. 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი "კინოშოკი“, ანაპა (2005) — ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "თბილისი-თბილისი“. 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია ქართულ ფილმში. 2018 წლის 13 მაისს ბაადურ წულაძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოჭადრაკე ნინო ხურციძე - ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტსმენი თვეების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. ხურციძე იყო მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელი და საქართველოს 6-გზის ჩემპიონი.

პოლიტიკოსი ნიკა რურუა - პოლიტიკოსი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნიკა რურუა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ასევე იკავებდა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას. მისი ინიციტივით დაარსდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. 

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი - მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი 40 წლის ასაკში თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. ზუზუ ერთ-ერთ როლს ასრულებდა სერიალში ჩემი ცოლის დაქალები. ასევე თამაშობდა ფილმებში გოგონა სლაიდიდან და ფარაჯანოვი.

რაც შეეხება უცხოელ მომღერლებს, რეჟისორებს, პოლიტიკოსებს და მსახიობებს. 2018 წელს მსოფლიომ არაერთი ვარსკვლავი დაკარგა. 

მსახიობი ბარტ რეინოლდსი - ბარტ რეინოლდსის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. რეინოლდსმა პოპულარობის პიკს 1970-1980-იან წლებში მიაღწია, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმებში Dელივერანცე და შმოკეყ ანდ ტჰე Bანდიტ. 1998 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე ფილმში Bოოგიე Nიგჰტს შესრულებული როლისთვის.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი - აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯორჯ ბუში უფროსი 1989-1993 წლებში, რესპუბლიკური პარტიიდან, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი იყო. 1971-1973 წლებში ის აშშ-ის ელჩი იყო გაეროში. 1976-1977 წლებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

 

რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი - ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ იტალიელი კინორეჟისორი, ბერნარდო ბერტოლუჩი, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა და გარდაცვალების მომენტში, რომში იმყოფებოდა. ბერტოლუჩი ახერხებდა როგორც ევროპაში, ისე ჰოლივუდში მოღვაწეობას. მან შექმნა მრავალი ეპოქალური ფილმი, რომელიც კინოინდუსტრიაში ახალი თაობებისთვის გზამკვლევი იყო.

მარველის კომიქსების შემქმნელი და მწერალი სტენ ლი - ლეგენდარული სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლოს-ანჯელესში, ადგილობრივი დროით, ორშაბათს დილით გარდაიცვალა. სტენ ლი ამერიკელი მწერალი, მსახიობი და პროდიუსერია, რომელმაც ყველასთვის საყვარელი და კომიქსის შეუცვლელი გმირები შექმნა.

სოპრანო მონსერატ კაბალიე - მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული სოპრანოს კარიერა 50 წლის განმავლობაში გაგრძელდა. 50 წლიან კარიერაში კაბალიემ იმღერა 90-ზე მეტ სპექტაკლში და შეასრულა წამყვანი როლები მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კლასიკურ იტალიურ ოპერებში.

მომღერალი და კომპოზიტორი შარლ აზნავური - აზნავურის მუსიკალური კარიერა 80 წელზე დიდხანს გრძელდებოდა. საფრანგეთში მცხოვრებმა და სომეხი წარმოშობის შემსრულებელმა 180 მილიონზე მეტი მუსიკალური ჩანაწერი გაყიდა, მისმა კომპოზიციებმა კი 60-ზე მეტ ფილმში გაიჟღერა.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი - 2017 წლის ივლისში, მაკკეინის აგრესიული ფორმის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებმა მას თავის არეში არსებული სიმსივნური წარმონაქმნები ამოაჭრეს. თუმცა, ამერიკელმა პოლიტიკოსმა სიმსიმნის დამარცხება ვერ შეძლო და 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი პამელა გიდლი - მსახიობი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიდლიმ კარიერა მოდელობით დაიწყო, თუმცა პოპულარობა დევიდ ლინჩის ფილმით, თწინ Pეაკს: Fირე ჭალკ წიტჰ Mე-თ მოიპოვა.

შვედი მუსიკოსი Aვიციი - მუსიკოსი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. Aვიციი ცნობილი 2011 წელს გახდა, მისი პირველი ჰიტით Lეველს, რის შემდეგაც მას ხშირად იწვევდნენ მსოფლიო მასშტაბით ელექტრონული მუსიკის ფესიტვალებზე.

სოულის ლეგენდა არეტა ფრანკლინი - სოულის ლეგენდა არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარულ მომღერალს სიმსივნის დიაგნოზი 2010 წელს დაუსვეს. მან აუდიტორიის წინაშე ბოლოს 2017 წლის ნოემბერში, ნიუ-იორკში, ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდის მიერ გამართულ კონცერტზე იმღერა.

დიზაინერი იუბერ ჟივანში - ფრანგული ტანსაცმლის, აქსესუარების და პარფიუმერიის ბრენდის Gივენცჰყ-ს დამფუძნებელი, იუბერ ჟივანში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBჩ-ის ინფორმაციით, ცნობა ფრანგი დიზაინერის გარდაცვალების შესახებ მისმა პარტნიორმა ფილიპ ვენეტმა გაავრცელა.

იუბერ ჟივანშიმ ბრენდი 1952 წელს დააარსა და იქ 1995 წლამდე მუშაობდა. მან შექმნა ოდრი ჰეფბერნისა და ჟაკლინ კენედის დაუვიწყარი კოსტიუმები.

"ჟივანშის საოცრად მარტივი ტანისამოსი მუდამ მეხმარებოდა ჩემს პერსონაჟთან თავის გაიგივებაში", - ამბობდა ოდრი ჰეფბერნი პატარა შავი კაბის ავტორზე.

2020news.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია