შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჭანიეთში, მგლების გასანადგურებლად რეიდები დაიწყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 06 იანვარი 2019

"გურიის მოამბეში" გუშინ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ,სადაც საუბარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მგლებისგან პირუთყვის დაგლეჯის ფაქტებზე ,დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა "მგლებთან ბრძოლის" ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ვიქტორ გობრონიძის მეთაურობით, სოფელ ჭანიეთში რეიდი ჩაატარეს. ჯერჯერობით არცერთი მგელი არ მოუკლავთ,მაგრამ გაგრძელდება რეიდები იქამდე, სანამ მოსახლეობა და მათი შინაური ცხოველები უსაფრთხოდ არ იგრძნობენ თავს.როგორც ჯგუფის მონადირეებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, მგლები სავარაუდოდ ქაქუთის მხრიდან ჩამოდიან."გურიის მოამბე" აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და ყველა სიახლეს გააცნობს თავის მკითხველს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია