საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში ფეხით მოსიარულეს "ჯიპი" დაეჯახა, რომელსაც პოლიციის თანამშრომელი მართავდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 05 იანვარი 2019

გუშინ, საღამოს საათებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში.

ახალგაზრდა ქალბატონს, რომელიც იუსტიციის სახლის მიმართულებით ფეხით გადაადგილდებოდა, ავტომქნქანა დაეჯახა, რომელსაც პოლიციის თანამშრომელი მართავდა.

"გურიის მომაბისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, "ჯიპის" ტიპის ავტომობილის  მძღოლი, რომელიც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ახალგაზრდა ქალმა დაზიანება ფეხისა და თავის არეში მიიღო, თუმცა ის სამედიცინო ცენტრში არ გადაუყვანიათ. 

როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, ქალბატონი მსუბუქად იყო დაშავებული, მომხდარზე კი გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია