შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში 7 იანვარს ალილოს მსვლელობა მოეწყობა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 იანვარი 2019
ახალციხეში, საშობაო ალილოს ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზი იოანე გელაშვილი გაუძღვება. როგორც, დეკანოზი იოანე აცხადებს, მგალობლები და მრევლი, დილით 11:30 საათიდან თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიოტირაზე შეიკრიბება. მსვლელობას კი თამარაშვილის ქუჩიდან 12:00 საათზე დაიწყებენ. ალილოს მონაწილეები თამარაშვილის, კოსტავას, რუსთაველის, ცხრა აპრილისა და ასპინძის ქუჩებს მოივლიან, გზაზე ხატებს და სანთლებს დაარიგებენ. ტკბილეულს, პროდუქტსა და ტანსაცმელს შეაგროვებენ და ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მიიტანენ. ალილოს ახალციხის მერიაც შეუერთდება.ალილოს მსვლელობა ახალციხეში უკვე მეცამეტედ გაიმართება. საქართველოში კი ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია