შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შობა პატარა პამაჯში [Photo/Video]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 06 იანვარი 2019
ექვს იანვარს სომხური სამოციქულო ეკლესია შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს. ორმოცდაათდღიან მარხვას მრევლი ხუთ იანვარს, მზის ჩასვლის შემდეგ, წყვეტს. ამიტომ შობამდე რამდენიმე საათით ადრე ყველა სახლში ტრადიციულ კერძებს ამზადებენ, დღის ბოლოს კი სუფრს შლიან. ქიშმიშიანი ბრინჯი, ტოლმა და ქადა, მოხარშული თევზი, ნადუღი და ინდაური – ეს იმ კერძების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ეთნიკური სომხების საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს. „წინაპრებიდან მოდის, რომ შობას აუცილებლად უნდა მოვამზადთ სამარხვო ტოლმაც. უკვე შემოვდგი ქურაზე ინდაური და კურდღელიც მოსახარშად“, – ამბობს ვართიშახ საჰაკიანი. საჰაკიანების შვილები და შვილიშვილები სომხეთსა და რუსეთში ცხოვრობენ, თუმცა შობა ეს ის დღეა, როცა ყველა პატარა პამაჯში იკრიბება: „ამ დღესასწაულზე ოჯახის ერთად შეკრება მნიშვნელოვანია".ოჯახის უფროსი აკოფ საჰაკიანი სომხური სამოციქულო ეკლესიის ახალციხისა და ბორჯომის მიტროპოლიტია. ამიტომ სადღესასწაულოდ გაშლილ სუფრასთან მხოლოდ მის მიერ წარმოთმული ლოცვის შემდეგ სხდებიან. „შობას ღვინო აუცილებლად დევს მაგიდაზე, რადგან ღმერთმა თქვა, რომ მიირთვით ღვინო და იქნებით უკვდავნი, ამიტომ ვილოცებით ღვინით. მეხუთე საუკუნემდე ქართველების და სომხების ტრადიციები ერთნაირი იყო, თუმცა რაღაც დროის შემდეგ ეს შეიცვალა, სომხური ეკლესია დარჩა იმ ტრადიციებით, რაც მეხუთე საუკუნემდე იყო“, – ამბობს მიტროპოლიტი აკოფ საჰაკიანი და ამატებს – „ქართველების და სომხების მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩვენი კერძებიც და ტრადიციებიც თითქოს ერთმანეთს დაესმგავსა. შეიძლება ოჯახში ორი ძმა ცხოვრობდეს და შობას სხვადასხვანაირად აღნიშნავდეს“. დილიდან სადღესასწაულო სუფრისთვის სადილს ამზადებს საჰაკიანების მეზობლად მცხოვრები 82 წლის სენია საჰაკიანიც. მისი შვილები და შვილიშვილებიც სომხეთსა და უკრაინაში ცხოვრობენ. დღესასწაულისთვის საქართველოში მშობლებთან ჩამოსვლა მხოლოდ ერთმა შეძლო. ამიტომ შობას მეუღლესთან და მონატრებულ შვილთან ერთად ხვდება: „მე და ჩემი 91 წლის მეუღლე ახალ წელს სომხეთში, ჩვენ შვილთან შევხვდით. შობას მინდოდა, რომ ყველა ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ შეძლეს ჩამოსვლა. ამ დღის აღნიშვნა როცა ყველა ერთად ვართ განსაკუთრებით სასიხარულია, მაგრამ 2006 წლის შემდეგ ერთად აღარ შევკრებილვართ“. სენია და ონიკ საჰაკიანები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება