შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტელეფონთან ხშირი კომუნიკაციის გამო გორში ქალი ცემეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 07 იანვარი 2019
შიდა ქართლის პოლიციამ 1-დან 5 იანვრის ჩათვლით ოჯახური ძალადობის ფაქტზე 4 მამაკაცი დააკავა. აქედან წინასწარი პატიმრობა ერთს შეუფარდეს. დანარჩენ სამს კი, გირაო - 1000 ლარის ოდენობით. მამაკაცები სასამართლო პროცესზე აცხადებენ, რომ მეუღლესთან კონფლიქტი არანაირად წარმოადგენს ძალადობას. ამ შემთხვევას მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები მხოლოდ მცირედ უთანხმოებას უკავშირებენ. გუშინ გორის მოსამართლემ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რომლის მიხედვით,  ძალადობა ტელეფონს უკავშირდება. 45-წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში ცხოვრობს, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როდესაც ის ტელეფონით სარგებლობდა. პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის ბრალდების მიხედვით, ქალს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია