შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დამაბრალა პატრიარქის მოკვდინება“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 07 იანვარი 2019

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე გეგმავს გაასაჯაროვოს მისი წერილი, რომელიც მან წმინდა სინოდს გასული წლის გაზაფხულზე მისწერა. მეუფე წერილში ითხოვდა შექმნილიყო კომისია, რომელიც შეაფასებდა სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს სხვა თანამშრომლების განცხადებებს:

"საგაზაფხულო სინოდის სხდომაზე მქონდა მოთხოვნილი წერილობით პატრიარქისა, მოსაყდრისა და წმინდა სინოდის მიმართ, რომ ეს საკითხი განხილულიყო სასულიერო პირების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და გამოსვლების შესახებ, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, განხილული და დღეს საჭიროდ მივიჩნევ, რომ ეს ჩემი წერილი წმინდა სინოდის მიმართ, გასული წლის ივნისში გაგზავნილი, გავასაჯაროვო.

მე ვითხოვდი, რომ ყოფილიყო კომისია შემქნილი და შეფასებული სასულიერო პირების უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლური განცხადებები, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლებისა, შეიძლება გავიხსენოთ დღემდე საპატრიარქოს იურისტად წოდებული პიროვნება, ედიშერ ქარჩავას სახით, რომელიც დღემდე დაუსჯელია და ჩემი ინფორმაციით, ისევ საპატრიარქოს თანამშრომელია, რომელმაც ცილისმწამებლურად, ეთერში, საჯაროდ დამაბრალა პატრიარქის მოკვდინება და ა.შ.“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია