შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბესელიას პრინციპულობა არავის არ სჯერა"- ხატია დეკანოიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 08 იანვარი 2019

მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. ერთიანი ნაციონალური წევრს ხატია დეკანოიძეს ეკა ბესელიას პრინციპულობის არ სჯერა და ფიქრობს, რომ დეპუტატი ამ საკითხს პირადი მიზნებისთვის იყენებს.

„ბესელიას პრინციპულობა არავის არ სჯერა ამ შემთხვევაში, ვინაიდან ეს მოსამართლეები და ის ადამიანები, რომელებიც წარმოადგენენ ცუდ სიმბოლოს ქართული მართლმსაჯულების, ემსახურებიან უკვე დიდი ხანია ზუსტად ივანიშვილის რეჟიმს. ბესელია არის ის ადამიანი, რომელსაც არასოდეს თავისი პრინციპული პოზიცია არ დაუფიქსირებია მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში და ბესელია არის ადამიანი, რომელმაც მართლმსაჯულების სფერო გამოიყენა თავისი კეთილდღეობისთვის.“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება