შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი თუ ასე გააგრძელებს, 2020 წლამდე ვერ მიაღწევს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 08 იანვარი 2019

"ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ მმართველი გუნდის ე.წ. ახლებთან ყოფნა, ქართველ ხალხთან ყოფნას არ ნიშნავს და "ქართული ოცნებაიდან“ რაც მეტ ადამიანს გარიცხავს სიმართლისთვის, მით უფრო ადრე დაასრულებს თავის მოღვაწეობას და 2020 წლამდე ვერ მიაღწევს.

"ე.წ. "ახლების" გვერდში დგომა სერიოზული პრობლემა იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ეს ხალხის გვერდში დგომას არ ნიშნავს და მას როდესაც გაუჭირდა პირველი ტურის მერე, დახმარებისთვის ხალხს მიმართა და არა კობახიძის გუნდს. შესაბამისად, უნდა დაფიქრდეს - სიმართლისკენ იყოს თუ უსამართლობისკენ. "ქართული ოცნება“ რაც უფრო მეტ ადამიანს გარიცხავს სიმართლისთვის, მით მალე დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. 2020-ს კი არა 2019-ს ვეღარ გადააგორებენ ესენი,“- ამბობს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. მმართველ გუნდში დაწყებულია პროცესი - "ოცნება ოცნების წინააღმდეგ".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია