საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თამბაქოს არანაირი სარგებელი არ მოაქვს... მისი გაძვირების მთავარი ამოცანაა, რომ ადამიანებმა თავი დაანებონ სიგარეტის მოწევას"

პოლიტიკა
 09 იანვარი 2019
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ის არის, რომ ადამიანებმა შეამცირონ ან საერთოდ თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას. 

ზოიძის თქმით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადის გათანაბრებაზე ევროკავშირთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ჰქონდა საქართველოს ვალდებულება. მისი თქმით, თამბაქო ერთადერთი ლეგალური პროდუქტია, რომელიც კლავს.

"არანაირი სარგებელი არ აქვს. ამიტომ აქციზის გაზრდა არის ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდი, რეკლამისა და სპონსორობის აკრძალვასთან ერთად, რათა ერთი მხრივ, მწეველების რაოდენობა შემცირდეს და მეორე მხრივ, ახალგაზრდები არ ჩაერთონ ამ მავნე ჩვევაში. მსოფლიოში ეს ყველაზე ეფექტიანი მეთოდია", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ 2024 წლისთვის ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზი 1,8 ევრო იყოს.

იანვრის დასაწყისიდან სიგარეტი საშუალოდ 50 თეთით გაძვირდა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია