შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სოლიდარობის ნატამალი არ მაქვს ბესელიას მიმართ, კობახიძე რომ გაგაბახებს პოლიტიკურად, ყველაფრის ღირსი ხარ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 იანვარი 2019

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი კორძაია ეკა ბესელიას იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან  გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"სოლიდარობის ნატამალი არ მაქვს ბესელიას მიმართ. არც სხვებს ვუთანაგრძნობ, ვინც 6 წელი მხოლოდ იმიტომ დუმდა, რომ საკუთარ კომფორტს და სიკეთეს უფრთხილდებოდა. იმედია, არ არის საჭირო პრობლემების ჩამოთვლა, რომლებიც ღია ჭრილობებად ადევს ქვეყანას ოცნების დამსახურებით. წარსულში უფლებადამცველს(ებს) დღეს ახსენდება, რომ უმთავრესი პრინციპი სამართლიანობისთვის ბრძოლაა. კაბელების საქმე, ტრაქტორების საქმე, სამთავრობო კვარტალში ხორცის ნაჭერივით მოპარული დისიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი. შეიძლება,  ნაცებად შერაცხო მაჩალიკაშვილი და სარალიძე, ამ დროს, სამთავრობო კორპორატივებზე მიდიები ყლაპო და ჭიქა უჭახუნო ოქრიაშვილს და ადეიშვილის უკანალიდან გამომძვრალ ზარდიაშვილს, პარალელურად ნაცების მხდალი შემომწირველი გეჯდეს პრემიერად და ნამუსს ურეცხავდე. იქეთ მილიონიანი პრემია-დანამატები, აქეთ გოგაშვილი და ფარცხალაძე. მოკლედ, რომელი ერთი... და რაც მთავარია, ყველას უნდა დააჯერო, რომ სტალინმა და ბატონმა ბიძინამ არ იცოდნენ. 

პ.ს. კობახიძე რომ გაგაბახებს პოლიტიკურად, კი ხარ ყველაფრის ღირსი“, - წერს კორძაია.
 
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 სკანდალური კანდიდატურა წარუდგინა. აღნიშნული სიის განხილვას აზრთა სხვადასხვაობა და უკმაყოფილება მოჰყვა, რის საფუძველზეც, პარლამენტმა განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო. ამის საფუძველზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა. 

როგორც რამდენი დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, ეკა ბესელია პარლამენტის ვიცე-სპიკერობმა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია