შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

''მზად ვარ წავიდე სახლში, წავიდე პოლიტიკიდან'' - ეკა ბესელია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 08 იანვარი 2019

მზად ვარ წავიდე სახლში, წავიდე პოლიტიკიდან, თუ ეს არ გაამრუდებს სამართლიანობისთვის ბრძოლის იდეას - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ "ტვპირველისთოქშოუში "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც კაბინეტით ზომავს და მლიქვნელობით გამოხატავს თავის ერთგულებას, მას ვერ ჩათვლის თავის თანაგუნდელად.

“მე ვთქვი, რომ მზად ვარ წავიდე სახლში, წავიდე პოლიტიკიდან, თუ ეს არ გაამრუდებს სამართლიანობისთვის ბრძოლის იდეას და კომიტეტს არ დავტოვებთ მაგალითად, ზარდიაშვილის ხელში. როცა საუბარია ძველების და ახლების დაპირისპირებაზე, ეს ასე არაა, რეალურად, ეს არის ფასეულობათა და ღირებულებათა წინააღმდეგობა. ვინც კაბინეტით ზომავს და მლიქვნელობით გამოხატავს თავის ერთგულებას, მე ვერ ჩავთვლი, რომ ის ჩემი თანაგუნდელია”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

primetime.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
საზოგადოება