შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კიდევ ერთი ქართველი ესპანურ კლუბში

სპორტი
 12 იანვარი 2019

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი შესაძლოა  ''სარაგოსას'' შემადგენლობაში ჩაირიცხოს.  СrystalSport-ის ინფორმაციით მოთამაშის ესპანურ გუნდში გადასვლის ალბათობა საკმაოდ დიდია.

ამჟამად 20 წლის ჩოჩიშვილი ესპანეთში იმყოფება. დიდი ალბათობით მას შემდეგ კვირაში წარადგენენ.

ჩოჩიშვილი ''სარაგოსა ბ''-ში ვარჯიშობს. მან ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ჩოჩიშვილთან ერთად ესპანურ კლუბში თბილისის "ლოკომოტივის" 18 წლის ფეხბურთელი ლევან გრძელიძე იმყოფება. მათი დარჩენის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა. 

შეგახსენებთ, ''სარაგოსას'' პირველ გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი პაპუნაშვილი გამოდის.

2017 წელს ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე ჩოჩიშვილმა თავი კარგად წარმოაჩინა, რის შემდეგაც პრაღის ''სლავიასთან'' გააფორმა ხელშეკრულება.

ქართველი ფეხბურთელი ''სლავიას'' სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, შემდეგ კი სლოვაკურ ''ზლატე მორავცეში'' გამოდიოდა. 

გასულ ზაფხულში ჩოჩიშვილი ბოლნისის ''სიონში'' ჩაირიცხა, თუმცა ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, სეზონის დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.

ჩოჩიშვილს ''საბურთალოსა'' და ''შევარდენშიც'' უთამაშია. ამჟამად თავისუფალი აგენტია.

ფოტო: eliga.ge, uefa.com

წყარო Crystalsport.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია