შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

H1N1 ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი-ჩოხატაურში 28 წლის ბიჭი გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 11 იანვარი 2019

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

28 წლის ჩოხატაურელი ვაკო ბერძენიშვილი ქუთაისის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ორი დღის წინ გარდაიცვალა.

როგორც "გურიის მოამბეს" ჩოხატაურში არებული სამედივინო ცენტრ "მამქოლის" ხელმძღვანელმა, თემურ კორიოშინაძემ განუცხადა, ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ერთი კვირის წინ მიიყვანეს, ის იმ დღესვე გადაიყვანეს ქუტაისში, ერთი კვირის განმავლობაში პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ორი დღის წინ კი გარდაიცვალა. 

გარდაცვლილის მამა "გურიის მოამბესტან" აცხადებს, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მისი შვილის გადარჩენა ვერ შმოხერხდა: "ვაკოს ისედაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ვირუსი ამიტომაც გაურთულდა. ექიმებმა მართლა ყველაფერი გააკეთეს. ერთი კვირა იწვა რეანიმაციაში."-გვითხრა გია ბერძენიშვილმა. 

გარდაცვლილი სოფელ ფარცხმაში ცხოვრობდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპით დაავადებულთა რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით შემცირებულია.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ საგრძნობლად იკლო სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახებების რიცხვმა.

ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება გრიპით დაავადებული 600-ზე მეტი ადამიანი. ამ დროის მონაცემებით, სულ ვირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია