შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისელი სოპრანო პეზაროს მარიო დელ მონაკოსა და რენატა ტებალტის სახელობის აკადემიაში ისწავლის

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 13 იანვარი 2019

ქუთაისელი სოპრანო ნათია მოსიაშვილი ქალაქ პეზაროში მარიო დელ მონაკოსა და რენატა ტებალტის სახელობის აკადემიაში ჩაირიცხა. შესარჩევი კონკურსი ორ ტურად გაიმართა.
კონცერტმეისტერ მეგი ჭანტურიას ინფორმაციით, ნათიამ ორივე ტური წარმატებით გაიარა.

"ნათია 2 წლის განმავლობაში სწავლას გააგრძელებს პეზაროს აკადემიაში, სადაც ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო დონის საოპერო მომღერლების მასტერკლასები. 26 იანვარს ის მონაწილეობას მიიღებს ხოსე კარერასის მასტერ კლასში. 
აკადემიის სტუდენტებს აქვთ საინტერესო კონცეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში", - განაცხადა მეგი ჭანტურიამ.

მისი თქმით, აკადემიის ხელმძღვანელი მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო ნინო ლეჟავაა.

ნათია მოსიაშვილი ქუთაისის უმაღლესი სამუსიკო კოლეჯის პროფესორ რამაზ კუბლაშვილის კლასი, კონცერტმეისტერი მეგი ჭანტურია ) კურსდამთვრებულია. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია