შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ივანიშვილს თავის კარზე ძალიან ჩახლართული თამაშები აქვს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 12 იანვარი 2019

“ივანიშვილს თავის კარზე ძალიან მძიმე და ჩახლართული თამაშები აქვს დ მან სალომე ზურაბიშვილითვის ვეღარ მოიცალა. არ გამორიცხოთ, რომ ქალბატონი ბუტკიდან გამოეპარა და თუ ეს ასეა, ოლიგარქი მას განურისხდება და საერთოდ აუკრძალავს მედიასთან ურთიერთობას - შესაძლოა ისევე გადამალონ, როგორც მეორე ტურის წინ ჰყავდათ დამალული. იმ სასახლეში ჩაკეტავენ და გარეთ იმ პირობით გამოუშვებენ, თუ ხმას არ ამოიღებს. პრესკონფერენცია გამართა და ხმა არ ამოუღია იმ ეპიდემიაზე, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს.

ზურაბიშვილის მისია მხოლოდ ივანიშვილის ნაყიდ სკამზე ჯდომაა. და ის კიდევ იმ სასახლეში უნდა იყოს, რომელში შესვლაც ოლიგარქმა უბრძანა” -აცხადებს მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის”მიცემულ ინტერვიუში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია