შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ორი კვირის მანძილზე ,,გორმედში" გრიპის ვირუსით 4 ადამიანია გარდაცვლილი

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 14 იანვარი 2019
დღევანდელი მონაცემებით, ,,გორმედში" გრიპის ვირუსით ოთხი ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ საავადმყოფოს ექიმმა დავით ყაზაიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იანვრის დასაწყისიდან მძიმე მდგომარეობაში 6 პაციენტი იყო, აქედან ვირუსის მხოლოდ ორმა დაძლია. გარდაცვლილები არიან: 1. სოფელ თორიტიზიდან - 39 წლის ქალი. ის ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს. იმის გამო, რომ პალატები გადატვირთული იყო და ხელოვნური სუნთქვის აპარატი აღარ იყო საკმარისი, იმავე ღამით ,,გორმედში გადაიყვანეს. 2. 22 წლის გოგონა, რომელსაც პარალელურად, სიმსივნე ჰქონდა. ექიმების ვარაუდით, მდგომარეობის გართულება ღორის გრიპის ვირუსმა გამოიწვია. 3. 10 თვის გოგონა - ,,გორმედის" ბავშვთა ცენტრ ,,იავნანაში" იმყოფებოდა და სახლში გაწერეს. 4. 48-წლის მამაკაცი -  ღვიძლის დაავადებები გაურთულდა გრიპის ვირუსის შედეგად. გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდეა შემცირებული. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევები შემცირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია