შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდის მერია: აიპ-ებზე გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების შემდეგ მივიღებთ

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 14 იანვარი 2019
ზუგდიდის მერიაში სპორტის აიპ-იდან 23 თანამშრომლის გაშვებაზე აცხადებენ, რომ სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი გადაწყვეტს, თუ ვის გაუგრძელოს ხელშეკრულება.

მერიისვე განმარტებით, ჯერ არ იციან, იგეგმება თუ არა სხვა აიპ-ებშიც თანამშრომელთა შემცირება:

„საკრებულოში შექმნილია მერიის აიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. დაველოდებით მის რეკომენდაციებს და იმის მიხედვით გადავწყვეტთ“.

რაც შეეხება დღეს, სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრიდან თანამშრომლების გაშვებას, მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ამ ფაქტს საკრებულოს კომისიასთან კავშირი არ აქვს, ვინაიდან აიპ-ების საქმიანობის შემსწავლელ ჯგუფს ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია.

აიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი ჯგუფი საკრებულოში გასული წლის 21 დეკემბერს შეიქმნა. მას საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ხელმძღვანელობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, ზუგდიდის მერიას მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია