შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 14 იანვარი 2019
ღონისძიება დღეს, 14 იანვარს, სამხარეო ადმინისტრაცის შენობის წინ გაიმართა. შენობაზე დროშა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, გიორგი ჯაფარიძის შვილმა ალექსანდრე ჯაფარიძემ აღმართა. "მამაჩემი გიორგი ჯაფარიძე ოჩამჩირეში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. ექიმი იყო და დესანტის გადმოსხმის დროს, "წითელი ჯვრის" მანქანაში იჯდა, როცა ეს მანქანა ააფეთეს. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დროშის აღმართავაც სიმბოლურია, ნამდვილად",– ამბობს ალექსანდრე ჯაფარიძე.დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, იმყოფებოდნენ მხარის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილიდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები."2004 წლის 14 იანვარს ორგანული კანონი მიიღეს დროშის შესახებ და ამის შემდეგ დაწესდა ეს დღე. იგი 2012 წლიდან აღინიშნება. ჩვენი დროშის ქვეშ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები იცავდნენ სამშობლოს და დროშა წმიდათა წმინდა იყო ჩვენსთვის, ყოველთვის",–განმარტა გუბერნატორმა.დღესვე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოსთვის პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.შესაბამისად, დღეს დილიდან ახალციხეში მოქალაქეებმა საკუთარი აივნებიდან ეროვნული სიმბოლო, ხუთჯვრიანი დროშა გადმოფინეს.სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია