შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამ ქალს არა პრეზიდენტად, არამედ მილიარდერ ივანიშვილის პოლიტიკურ გელფრენდად მოიხსენიებენ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 14 იანვარი 2019

"ექსკლუზიურად მინდა გითხრათ, რომ დასავლეთის დიპლომატიურ წრეებში ამ ქალს არა პრეზიდენტად, არამედ მილიარდერ ივანიშვილის პოლიტიკურ გელფრენდად მოიხსენიებენ"- აცხადებს "ახალ თაობასთან" ინტერვიუში "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე აკეთებს.

"ძალიან სიმბოლური იყო მისი პირველი პრესკონფერენცია. მინდა, მივმართო მას _ ჩვენო კლარნეტის ჰანგებივით ტკბილო, პარიზელო პენსიონერო, აბა, რა კომენტარი სჭირდება შენს დუმილის უფლებას და შიგადაშიგ სისულელეების ბჟუტურს. თუ მარტო გორჯისტანისპრეზიდენტი ხარ, პოლიტიკოსობა არ მოგეთხოვება, მაგრამ, თუ მაინც ბედკრული საქართველოს პრეზიდენტად მიგაჩნია თავი, პოლიტიკოსობა არ უნდა უარყო, სამზე მეტჯერაც რომ იყივლოს მამალმა.

სრულებით არ გამიკვირდა, როდესაც ამ ქალმა უარყო "ქართული ოცნება" არავის დამსახურება არ არის ჩემი გაპრეზიდენტებაო. ეტყობა, დაავიწყდა, საარჩევნოდ მისი პლაკატების ნაცვლად ივანიშვილისა და კობახიძის სურათები რომ გააკრეს. ეს თუ დაავიწყდა, წარმომიდგენია, რა პენალტებს შემოგვთავაზებს უახლოეს ხანებში. ჯერ სიტუაციას უყურებს და, როცა "ოცნება" ძალიან დასუსტდება, მერე გამოაჩენს თავის კბილებს.

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ძალიან მალე გაუჩნდება პოლიტიკოსობის მადა და ლიდერობის სურვილი. ჯერ კოხტაპრუწობითა და მაღაზიებში სიარულით არის დაკავებული. მეგობრებთან სვეცკაობა რომ მოსწყინდება, მერე გამოუკეტავს მათ კარებს და დაიწყებს პოლიტიკოსობას"- აცხადებს ბარამიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება