შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დაპირისპირებაა ყველგან: ხელისუფლებაში, ეკლესიაში, პარტიებში“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 14 იანვარი 2019

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის,ეკა ბესელიას საგანგებო პრესკონფერენცია უინტერესო აღმოჩნდაპოლიტოლოგ გია ხუხაშვილისთვის.

როგორც ექსპერტმა “ნიუპოსტს” განუცხადა იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს “ახალიარაფერი უთქვამს“, ამიტომ “ქართული ოცნების” ყველაზე ძველი სახის განცხადებების ანალიზი“სერიოზული არ არის“.

“ეკა ბესელიას ახალი არაფერი უთქვამს. მან პრესკონფერენციაზე გაიმეორა ის ყველაფერი, რაზეც აქამდესაუბრობდა. რაში სჭირდებოდა ჟურნალისტების მოწვევა, გაუგებარია. ზოგადად, სერიოზულად არ მიმაჩნიაეკა ბესელიას ანალიზი, არ მიმაჩნია მნიშვნალოვან თემად იმის ანალიზი თუ რაზე ფიქრობს ეკა ბესელია.არაფერი ახალი და საინტერესო, რისი კომენტირება ღირს, არ უთქვამს და მორჩა“- განაცხადა “ნიუპოსტთან“გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისი “ეკა ბესელიას არ უკავშირდება“.

“ეს პოლიტიკური პროცესი ბესელიას არ უკავშირდება, ეს პოლიტიკური პროცესი ბევრად უფრო ფართო დამძიმეა. ბესელია ამ პროცესის ერთი მცირე ელემენტია და ის ამ ყველაფრის მედროშე ნამდვილად არ არის.ქვეყანაში სახელმწიფოებრივი კრიზისი მიმდინარეობს – ფიგურანტებზე არ ვსაუბრობ, ყველა ყველასწინააღმდეგაა. ბაბილონის ნგრევის პროცესში ვართ. დაპირისპირებაა ყველგან: ხელისუფლებაში, ეკლესიაში,პარტიებსა და პარტიებს შიგნით. სოც ქსელებში. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ააშენა ეს ბაბილონისგოდოლი, რომელიც ინგრევა“- აღნიშნა პოლიტოლოგმა.

გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ კარგია თუ ბესელია უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა სიაზეალაპარაკდა, თუმცა ექსპერტს გარკვეული კითხვები აქვს. 

“მეც შეიძლება მქონდეს კითხვები – პარალელურად მურუსიძე რომ შეეპარათ და უვადო მოსამართლედგანმწესდა ერთი კვირის წინ. ანუ მურუსიძის თემა ჩავაგრიხინეთ? არ მგონია, რომ ეს სია არის მთავარიპრობლემა, ჩემი აზრით მთავარი პრობლემა შერჩევის ალგორითმია პრობლემაა ის სისტემა, საიდანაც ამსიების გენერაცია ხდება – პრობლემა არის იუსტიციის საბჭოში და მისი მუშაობის ფორმულაში. თუ იქძირეულად არ შეიცვალა ყველაფერი რა მნიშვნელობა აქვს, ამოიღებენ ჩინჩალაძეს და ჩასვამენქიბროწაშვილს, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდეს. ალგორითმია შესაცვლელი დამეთოფიშვილია გასაჩუმებელი, რომელიც ყოველ დღე წაღმა–უკუღმა ისვრის“- ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი “ნიუპოსტთან” სასამართლო სისტემაზე და ქვეყანაში შექმნილ მძიმე სურათზე საუბრისასბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრობს. 

“როგორც ვთქვი, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლიდერი. ის რჩება ბანალურად ძალის ცენტრად და მეტიარაფერი. ასე რომ , ძალიან რთული პროცესია მათ შორის მისთვისაც. ის ბაბილონის გოდოლი, რაზეცვისაუბრე და რომელიც ნგრევის პროცესშია, თავის შემოქმედს შეუქმნის პრობლემას“- დასძინა გიახუხაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია