შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ქრისტემ რომ ვაჭრები გამოყარა ეკლესიიდან, დღევანდელ ქართველ მოვაჭრეებთან შედარებით უმანკო კრავები არიან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 15 იანვარი 2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია ჯვრის მონასტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ხალხო, ცოტა რომ დაფიქრდეთ, არ გინდათ?

საპატრიარქოს პოზიციების ადვოკატობას რომ არ ვაპირებ, კი იცით, მაგრამ ობიექტურობის და სიმართლის დადგენის სურვილი მოითხოვს სწორად დავინახოთ მოვლენები.

დავიწყოთ ტერმინოლოგიით. დიახ, მონასტერში მოღვაწე თუ მომსახურე ბერთა ერთობას საძმო ჰქვია და ამაში არაფერია დასაცინი. ეს დადგინდა იმ ბოზბანდებზე მრავალი საუკუნით ადრე, რომელნიც თქვენ ამ დასახელებით გახსოვთ 90-იანი წლებიდან. აბა, რა გეგონათ ახლა, ბერთა ერთობას კოლეგიალობა ეწოდებოდა თუ შტაბი? სწორედ საძმო ეწოდება, რადგან მათ ერთმანეთთან სულიერი ძმობა და ღმერთის წინაშე თანასწორობა აკავშირებთ და აქ არაფერია დასაცინი ან უჩვეულო.

ყველას გვინახავს, როგორი გაცხოველებული აღებ-მიცემობაა ეკლესია-მონასტრებში გაჩაღებული. ქრისტემ რომ ვაჭრები გამოყარა ეკლესიიდან, დღევანდელ ქართველ მოვაჭრეებთან შედარებით უმანკო კრავები არიან. ნებისმიერი მორწმუნისათვის ეს საშინელი და მიუღებელი უნდა იყოს, ისევე როგორც ტაძრების შესასვლელში ჩასაფრებული მათხოვრები, რომელთაც არც რიდი აქვთ, არც კდემა, არც მოწყალების მოხვეჭის უნარი და შარაგზის ყაჩაღებივით იქცევიან!

ჩემთვის პირადად, კრიტიკისა და ეჭვის საფუძველი სწორედ ეკლესიის ურეაქციობა იყო ამ ყველაფერზე. ავი ენები იმასაც ამბობდნენ, არცთუ უსასყიდლო იყოო ამ ვაჭრობის ნებართვა. მაგრამ აგერ, საოცრება! ხალხი აკრიტიკებს,ლანძღავს ეკლესიას არა იმიტომ, რომ სავაჭრო ცენტრად აქცია ტაძრები, არამედ, რადგან იქედან გამოყარა!

მოკლედ, მხოლოდ ერთსღა ვიტყვი: როგორც კორუმპირებული პოლიტიკოსები და ტირანები ღვიძლი შვილები, ქმნილებანი არიან თავიანთი საზოგადოებისა, ეგრეც გავაჭრებული, გაზულუქებული მღვდლები იმ ერის უსიტყვო დაკვეთას ასრულებენ, რომელსაც წარმოადგენენ. და დღეს ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა...“ - წერს ცოტნე გამსახურდია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია