შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის მერმა თეატრალური სფეროს აქტიური მხარდაჭერისთვის ჯილდო მიიღო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 15 იანვარი 2019

ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე დღეს თელავში თეატრალური სფეროს აქტიური მხარდაჭერისთვის დააჯილდოვეს. 
მერი თელავის თეატრში ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო-დრამატული თეატრის დირექტორთან ზაზა ჯინჭარაძესთან და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან - ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად დაესწრო.
როგორც კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა მისთვის უდიდესი პატივია მსგავსი საპატიო ჯილდოს მიღება და ის კვლავ სიამოვნებით გააგრძელებს თეატრისა და თეატრალების მხარდაჭერას. მერმა დამსწრე საზოგადოება ქართული თეატრის დღის აღსანიშნავად ოზურგეთის თეატრში მოიწვია, რომლის რეაბილიტაციასაც ფონდი „ქართუ" 2020 წლისთვის დაასრულებს.
დღესვე, თელავის თეატრში მსახიობ ვანო იანტბელიძის 65 წლის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნა გაიმართა.

ოფიციალური ინფორმაცია

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა