შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კანადური კომპანია რუსთავში 400 ჰა-ზე სამრეწველო ქალაქის მშენებლობას გეგმავს

ეკონომიკა
 16 იანვარი 2019

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია კანადური საინვესტიციო კომპანიის „KAMKON INVESMENTS“ - ის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული კომპანია რუსთავში 400 ჰა მიწის ფართობზე სამრეწველო ქალაქის მშენებლობას გეგმავს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს ინდუსტრიული ქალაქის განთავსებას 400 ჰექტარ მიწის ფართობზე ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში, ასევე ინდუსტრიული ჰაბის, ლოგისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობა. პრეზენტაციის წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილია 4000-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელის დასაქმება, ხოლო მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა.


„ეს არის ძალიან საინტერესო წინადადება. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ აღნიშნული პროექტის განვითარებას, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ. მისი თქმით, კანადელი ინვესტორების არჩევანი რუსთავის მიმართ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - პირველია, ისტორიულ-საკადრო ექსპერტიზა, რომელიც რუსთავში წლების მანძილზე არსებობდა; ასევე ტერიტორიული სიახლოვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან.


„მსგავსი ინდუსტრიული ქალაქები სხვა ქვეყნებშიც გვაქვს აშენებული, რომელთა ძირითად მიზანსაც სხვადასხვა პროფილის სამრეწველო საწარმოების ამოქმედება წარმოადგენს. ჩვენი ინტერესია სამშენებლო და სამრეწველო პროდუქციის წარმოება, მათ შორის, ისეთიც, რომლებსაც საქართველოშიც მოიხმარენ,“ - განაცხადა კომპანია „KAMKON INVESMENTS“ - ის დირექტორმა ამირ ქაზემი ტაფრეშიმ.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან საინვესტიციო პროექტთან მიმართებაში გაგრძელდება.

 

 

წყარო : m2b.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია