შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუფე სპირიდონი მეუფე პეტრეს: ქამი ხარ, ქამის შთამომავლობა - ზანგები, ვინც აგყვება, გაშავდება

რელიგია
 16 იანვარი 2019

სხალთის ეპისკოპოსმა ​სპირიდონმა ქადაგებისას ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გააკრიტიკა და მის მიმართ რასისტული განცხადებებიც გააკეთა. 

"პატრიარქს ვინც ებრძვის, ყველა თავის თავს უშავებს. სამარცხვინოა, კაცო, ისო, დაიმსხვრა მითიო, რომ პატრიარქი მწყემსი კეთილიაო. გამოვიდა, რომ მწყემსი კეთილი შენა ხარ, შე უბედურო?

როგორ გითხრა ახლა - არაფერი არ იქნებოდი საერთოდ, ნოლი იქნებოდი საერთოდ, ვინ იცის, სად იქნებოდი. პატრიარქმა კაცი გაგხადა და შენ ებრძვი პატრიარქს? ვინა ხარ, რას წარმოადგენ საერთოდ. ქამი ხარ, რაც ქამმა გააკეთა, იმას აკეთებ შენ. შენ თუ არ მოტრიალდები და არ შეინანებ, ზუსტად იგივე გახდები. ქამის შთამომავლობა გახდა ზანგები და ვინც შენ აგყვება, ისინი გაშავდებიან

შენ უნდა გიხადონ პანაშვიდი ცოცხლებისთვის, ყველა სასულიერო პირმა, ვისაც შენ უყვარხარ, იმიტომ რო დაღუპული ხარ შენ. საწყალი და საწყალობელი ხარ შვილო, შენ", - თქვა დღევანდელი, 15 იანვრის ქადაგებისას მეუფე სპირიდონმა

მისი უკმაყოფილება მეუფე პეტრეს განცხადებებმა გამოიწვია - ჭყონდიდის მიტროპოლიტმა 28 დეკემბრის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ "საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ", ვინაიდან, მისი თქმით პატრიარქმა ციანიდის საქმესა და დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბარი არ ისურვა. 

 

წყარო : tabula.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია