შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბათუმში ძლიერი ქარის გამო ორი ადამიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ჩამოვარდა

საზოგადოება
 16 იანვარი 2019

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, ძლიერი ქარის გამო, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ორი ადამიანი ჩამოვარდა. ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს წელის არეში დაზიანება ჰქონდა მიყენებული. ხოლო მეორე ადამიანი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, მას ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცები ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდნენ.

ამ დროისთვის ბათუმში ძლიერი ქარია.

 

წყარო :ipn.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია