შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში წარჩინებულ სკოლადამთავრებულებს მედლები გადაეცათ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 15 იანვარი 2019
ოქროსა და ვერცხლის მედლები ქალაქ ბორჯომის №1, №3, №6, დაბა წაღვერის, სოფელ რველის, ყვიბისისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლის, 2016–2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა მიიღეს. სულ 22 ოქროსა და 10 ვერცხლის მედალი გაიცა. მედლები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ, საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი კვირკველიამ და საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა იზოლდა ლომიძემ პირადად გადასცეს. საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის იზოლდა ლომიძის თქმით, დამტკიცებულია 2017-2018 წლის წარჩინებულ მედალოსანთა სიაც და სკოლადამთავრებულები მათ მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებენ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება